კონსულტაცია და დახმარება

გაგიჭირდათ?

გერმანიაში გაქვთ კანონიერი უფლება მიიღოთ დახმარება და დაცვა!

კონსულტაცია და დახმარება

  • გერმანიაში მიიღეთ დაპირებები (მაგალითად კარგი სამსახური/კარგი ქორწინება) რომელიც არ იქნა შესრულებული?
  • ვინმემ ჩამოგართვათ საბუთები?
  • ვინმე ვითომ არსებული ვალის გადახდას გთხოვთ?
  • გრძნობთ რომ გაშანტაჟებენ, გემუქრებიან, გაკონტროლებენ და გითვალთვალებენ?
  • ვინმემ გცემათ, თავს დაგესხათ ან გაგაუპატიურათ?
  • გაიძულებენთ მეძავეობას (პროსტიტუციას) და ისეთ სქესობრივ კავშირს, რომელიც თქვენს სურვილთან წინააღმდეგობაში მოდის (მაგალითად სექსი თავის დაცვის გარეშე)?

თუ თქვენ ასეთი ან მსგავსი მდგომარეობა გქონიათ, შეგვიძლია აღმოგიჩინოთ დახმარება. თქვენი კანონიერი უფლება გაქვთ მიიღოთ დახმარება!

დაგვირეკეთ ან ვინმეს სთხოვეთ ამის გაკეთება! შეგიძლით აგრეთვე თქვენს ენაზე ისაუბროთ და ასე დატოვოთ ინფორმაცია ავტომოპასუხეზე. ჩვენ აუცილებლად დაგეკონტაქტებით!
Tel. +49 431 / 55 779 191 – contra@frauenwerk.nordkirche.de

ჩვენი ორგანიზაცია Contra (კონტრა) თქვენ დაგეხმარებათ:

  • თქვენ გაქვთ სამართლებრივი უფლება, ჩვენ აგიხსნით რომელი
  • ჩვენ დაგაკავშირებთ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას და სამედიცინო მომსახურებას
  • დაგეხმარებით სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კონტაქტში, მაგალითად თქვენი ქვეყნის საელჩოსთან
  • დაგეხმარებით უსაფრთხო თავშესაფრის მოძებნაში
  • პირველადი მოხმარების ნივთებს უფასოდ მოგაწვდით, საკვებს, ტანსაცმელს და ჰიგიენის საშუალებებს
  • დაგეხმარებით თუ თქვენ სამშობლოში დაბრუნება გსურთ ან უნდა დაბრუნდეთ

თქვენი სურვილის გარეშე არაფერი მოხდება!
თქვენგან ან თქვენზე მიღებული ინფორმაცია იქნება დაცული და ანონიმური!